Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აკრიტიკებს უკრაინას ლუცენკოს გასამართლების გამო


ევროკავშირის ხელმძღვანელობამ გააკრიტიკა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იური ლუცენკოს. იგი დამნაშავედ სცნეს გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თქვა, რომ აღნიშნული განაჩენი ეჭვს აჩენს უკრაინის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი. განაჩენი ცხადყოფს, რომ უკრაინის მართლმსაჯულება „არ სცემს პატივს საერთაშორისო სტანდარტებს“ და კანონის მოთხოვნებს, - ნათქვამია ევროკავშირის ორი მაღალი რანგის მოხელის, კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფიულეს ერთობლივ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG