ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირისა და პოლონეთის ელჩებს მიმართა თხოვნით, დატოვონ ბელორუსია. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ, თავის მხრივ, ბელორუსიას „საკონსულტაციოდ“ გაჰყავს თავისი ელჩები ევროკავშირიდან და პოლონეთიდან. მინსკის ეს ნაბიჯი მოჰყვა ევროკავშირის საბჭოს სამშაბათის გადაწყვეტილებას, დამატებითი სანქციები მიიღოს ინდივიდების მიმართ, რომლებსაც კავშირი აქვთ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობასთან. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეიცავს მოწოდებას ბრიუსელისადმი, აწარმოოს „თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე“ დამყარებული დიალოგი.
ყველაზე პოპულარული
1