Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი: საქართველო ისტორიული შანსის წინაშეა


საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად თბილისში ჩავიდა ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან ამ შეთანხმების გარშემო მოლაპარაკების დაწყება. ”საქართველო დგას ისტორიული შანსის წინაშე - განახორციელოს სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის რეფორმა. ეს მას დააახლოვებს ევროკავშირის ბაზართან და კიდევ უფრო სტაბილურს გახდის მის რეპუტაციას, როგორც ინვესტირებისთვის სანდო ქვეყნისას“ - განაცხადა კარელ დე ჰუხტმა. თბილისში ვიზიტამდე ევროკომისარი კიშინიოვში იმყოფებოდა. საქართველოსა და მოლდავეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირმა შარშან დეკემბერში გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG