Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - სირიის დაპირისპირებას შეეწირა 7500-მდე ადამიანი


გაეროს პოლიტიკურ საქმეთა წარმომადგენელმა ლინ პასკომ სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაში დაახლოებით 7500 ადამიანია მოკლული. პასკოს განცხადებით, ”არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ სირიაში ყოველდღიურად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, მათ შორის - ქალები და ბავშვები”. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 100000-სა და 200000-ს შორის მერყეობს. დაახლოებით 25000-მა სირიელმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი და დარეგისტრირებული არიან გაეროს ლტოლვილთა უწყების თანამშრომლების მიერ. პასკო თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოების უუნარობა - უფრო მძლავრი ზომები მიეღო, ახალისებს სირიის რეჟიმს. ”მოქმედებამ და უმოქმედობამ, როგორც ჩანს, გაამყარა სირიის რეჟიმის რწმენა, რომ მას დაუსჯელად შეუძლია თავისი მოქალაქეების განადგურება”. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა ნავი პილაიმ სირიის პრეზიდენტს მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ”ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნით” და მეთვალყურეებსა და ჰუმანიტარულ ჯგუფებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა მისცეს. სირიის დელეგაციამ დატოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.
XS
SM
MD
LG