Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ჯარისკაცმა ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლა


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) განცხადებით, ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა ინციდენტისას, რომელშიც, სავარაუდოდ, სულ ცოტა, ერთი ავღანელი ჯარისკაცი იყო ჩართული. ამ ცნობით, ხუთშაბათს სამხრეთ ავღანეთში სროლა დაიწყო ორმა ინდივიდმა, რომელთაგან ერთერთი იყო, სავარაუდოდ, ავღანეთის ეროვნული არმიის მოსამსახურე. ცნობაში არ არის ნათქვამი, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები დაიღუპნენ, ან რა დაემართათ შეიარაღებულ პირებს ინციდენტის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავღანელი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი მოხდა ყანდაარის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG