Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში არეულობაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია


აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში მასობრივ არეულობაში გადაიზრდა საპროტესტო აქცია რაიონის ხელმძღვანელის, რაუფ ჰაბიბოვის გადადგომის მოთხოვნით. იუწყებიან, რომ დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი. ქალაქში სასწრაფოდ გაიგზავნა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სპეცდანიშნულების შენაერთი და ჯავშანტექნიკა. ყუბაში პროტესტი გამოიწვია ჰაბიბოვის განცხადებამ - ადგილობრივი მოსახლეობისადმი კრიტიკამ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც მზადაა „30 მანათად გაყიდოს საკუთარი მიწა, ოჯახი და სამშობლო“. დღეს დილას ათასობით ადამიანი მივიდა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან და მოითხოვა ჰაბიბოვის გადადგომა. მოგვიანებით ცეცხლი წაუკიდეს მის სახლს. დემონსტრანტებთან მოსალაპარაკებლად, ყუბაში ჩავიდა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი.
XS
SM
MD
LG