Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ლიდერი მოელის ამომრჩევლის აქტიურობას საპარლამენტო არჩევნებში


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოელის, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც იქნება, ხამენეის თქმით, „მორიგი სილა დასავლეთისათვის“. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია აქვს გავლილი 3400 კანდიდატს. ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებზე არ დაუშვებენ უცხოელ მეთვალყურეებს. ექსპერტების ვარაუდით, 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებში იოლ გამარჯვებას მოიპოვებს მმართველი კონსერვატიული ძალა, რომელიც მხარს უჭერს უზენაეს ლიდერს. ირანში რეფორმების მომხრე ძალები მარგინალიზებულია და არ არის მოსალოდნელი არჩევნებში მათი წარმატება.
XS
SM
MD
LG