Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი


საქართველოში იმყოფება უკრაინის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლის მონაწილეობით დღეს თბილისში გაიმართა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი. მის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელმაც ”ვარდების რევოლუციის” შემდგომ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "რევოლუცია არ დასრულებულა და რევოლუცია ახლა იწყება.” საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ჟურნალისტებთან საუბრისას კოლოსალური უწოდა ქალაქ ოდესის მერმა ალექსეი კოსტუსევმა. დღესვე უკრაინის დელეგაციის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდნენ, ოდესის და თბილისის მერებმა კი, ხელი მოაწერეს პარტნიორული ურთიერთობის განვითარების შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG