Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებმა და მედიაორგანიზაციებმა პრეზიდენტს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს


საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიის ”ეს შენ გეხება”-ს ინიციატორმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს. "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება”, - ნათქვამია მიმართვაში. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ საარჩევნო წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG