Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: წითელი ჯვრის კოლონამ ჰომსს მიაღწია


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანების კოლონამ, რომელსაც საკვები და სხვა სახის დახმარება მიაქვს, სირიის ალყაშემოტყმული ქალაქის, ჰომსის მისადგომებს მიაღწია. ორგანიზაციის განცხადებით, კოლონა დღეს შევა ქალაქის ბრძოლით გაჩანაგებულ უბან ბაბა ამრში - საიდანაც ხუთშაბათს მეამბოხეებმა უკან დაიხიეს, მთავრობის ძალებთან სამ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული შეტაკებების შემდეგ. ადგილზე წითელი ჯვრის კოლონის ჩასვლის ფონია გაეროს მიერ გამოთქმული შეშფოთება ცნობების ირგვლივ, რომ სირიის სამთავრობო ძალები ჰომსში ადამიანებს ჯგუფურად სჯიან სიკვდილით. ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ეს ცნობები საბოლოოდ დადასტურებული არ არის. პარალელურად, საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ დამასკში თავის საელჩოს ხურავს - ნიკოლა სარკოზის თქმით, იმ „სკანდალური“ რეპრესიების გამო, რომელსაც სირიის რეჟიმი მიმართავს.
XS
SM
MD
LG