Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, 23 ადამიანი შეიწირა


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 23 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მოეწყო პარასკევს, ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერის პროვინციაში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვს ექსტრემისტულ ჯგუფ "ლაშქარ-ე-ისლამს". ის თალიბანის მოკავშირეა. ცნობების თანახმად, თავდასხმა მოაწყო "ლაშკარ-ე-ისლამთან" დაპირისპირებული ექსტრემისტების ჯგუფმა, „ტარიყმა“. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის შემოწმება ვერ ხერხდება, რადგან რეგიონში შეზღუდულია მედიის მუშაობა.
XS
SM
MD
LG