Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოთხი საათით გააგრძელეს საპარლამენტო არჩევნები


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში ოთხი საათით გააგრძელეს კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნებთან დამდგარი რიგების გამო. მანამდე ტელევიზიამ აჩვენა თეირანსა და პროვინციებში გადაღებული კადრები - ამომრჩევლები, რომლებიც რიგში დგანან კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. ვარაუდობენ, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერი კანდიდატები. თვით ხამენეის ნათბვამი აქვს, რომ ელექტორატის აქტიურობა ძლიერ მესიჯს გაუგზავნის "ირანის მტრებს", დასავლეთთან ბირთვული პროგრამის გამო დაპირისპირების ფონზე. ირანის პარლამენტში (მაჯლისში) მოსახვედრად იბრძვის 3400-ზე მეტი კანდიდატი. საქმე ეხება პირველ არჩევნებს მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG