Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ახალი კონტიტუციის გამო კანონმდებლებს ცხარე კამათი ჰქონდათ


ეგვიპტის კანონმლდებლებმა ცხარე კამათი გამართეს შაბათის სესიაზე იმის თაობაზე, თუ რაგვარად უნდა აირჩიონ ასკაციანი კომისია, რომელმაც მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა შექმნას. ეგვიპტის პარლამენტის ორივე პალატის ახლადარჩეულ 678 კანონმდებელს, ერთი მხრივ ისლამისტებს და მეორე მხრივ ლიდერალებს შორის დავის საგანი იყო კომისიის შემადგენლობა. პარლამენტში დომინირებენ ისლამისტები, რომელთა ზედმეტ გავლენას უფრთხის ლიბერალური ფრთა. როცა ორგანო შეიქმნება მას ექვსი თვე ექნება ახალი კონსტიტუციის ტექსტის დასაწერად. პროექტი შემდეგ რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს. კომისიის შემადგენლობა 24 მარტისთვის უნდა გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG