Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ბიულეტენების ნახევრის დათვლის შემდეგ ლიდერობს ვლადიმირ პუტინი


რუსეთში ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ცნობა, რომ დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ, ლიდერობს ვლადიმირ პუტინი, 64,39 პროცენტით. კომისიის ცნობით, გენადი ზიუგანოვმა მიიმხრო 17-ზე მეტი პროცენტი, მიხაილ პროხოროვმა თითქმის 7,05, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 6,81, სერგეი მირონოვმა კი, მხოლოდ 3,7 პროცენტი. სულ რუსეთის მასშტაბით გახსნილი იყო 91 ათასი საარჩევნო უბანი. დღის განმავლობაში გავრცელდა ცნობები დარღვევების ათასობით შემთხვევის შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომიის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ჩუროვის თანახმად, ამ ეტაპზე არ არის საფუძველი სეროზულ დარღვევებზე ლაპარაკისთვის. რუსეთის მასშტაბით მუშაობს 685 უცხოელი მეთვალყურე. მათგან 219 ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტების და ადამიანის უფლებების ინტიტუტის წარმომადგენლები არიან. საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული იყო კამერები, მათი რიცხვი მთელი რუსეთის მასშტაბით, 90 ათასამდეა.
XS
SM
MD
LG