Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოპოზიცია დღეს აქციას ჩაატარებს


რუსეთის ოპოზიცია მომხრეებთან ერთად არჩევნების შედეგებს დღეს, პუშკინის მოედანზე გააპროტესტებს. მიტინგი დაიგეგმა და მოსკოვის მერიასთან შეთანხმდა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ აქციით გაგრძელდება 10 დეკემბერს დაწყებული მასობრივი აქციების სერია, რომელზეც ათობით ათასმა ადამიანმა წამოაყენეს მოთხოვნები, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება სახელმწიფო დუმაში. დღევანდელ აქციაში, ერთ-ერთი ორგანიზატორის, "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის განცხადებით, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი მიიღებს. მოსკოვის პოლიციამ მკაცრად გააფრთხილა მიტინგის ორგანიზატორები, რომ სანქცირებული მიტინგი არასანქცირებულ მსვლელობაში არ გადაიზარდოს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ღონისძიების ფორმატის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება.
XS
SM
MD
LG