Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახლებმა” სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ობიექტურად გამოძიება მოითხოვეს


ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ობიექტურად გამოძიება მოითხოვა ”ახალმა მემარჯვენეებმა.” პარტიის განცხადებით, 27 თებერვალს მომხდარი ფაქტი კვლავ იქცა ეჭვის საბაბად, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები არღვევენ მოქალაქეთა უპირველეს - სიცოცხლის უფლებას. ”ახლების” შეფასებით, პოლიციის შენობაში ეჭვმიტანილის გარდაცვალება საზოგადოების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად აღიქმება, როგორც ძალადობრივი სიკვდილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თითქოსდა გამჭვირვალე შენობებში ადამიანები შესაძლოა, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლად იქცნენ. პარტია - ”ახალი მემარჯვენეები” - ეთანხმება სახალხო დამცველის განცხადებას, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რომლის შემდეგ აუცილებლად უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებისა, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.
XS
SM
MD
LG