Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა პუტინის წარმატებას


მსოფლიოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ახლავს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. რუსეთის მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში მიესალმნენ ვლადიმირ პუტინის გამარჯვებას მაშინ, როცა დასავლეთში შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნებისას შექმნილი არათანაბარი პირობებისა და კენჭისყრისას დაშვებული დარღვევების ბრალდების გამო. ქვეყნებს შორის, რომელთა ლიდერებმაც უკვე მიულოცეს პუტინს, არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, აგრეთვე ჩინეთი და ავღანეთი და რუსეთის ტარდიციული მოკავშირეები, ვენესუელა და სირია. ხოლო ნატოს წევრ ზოგ ქვეყანაში - ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოიშველიებენ უცხოელი მეთვალყურეების შეფასებას, რომ არჩევნებს არ ჩაუვლია რეალური კონკურენციის პირობებში.
XS
SM
MD
LG