Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში საფუძველი ჩაეყარა "ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთის პარტნიორობას"


პრაღაში საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას ევროკავშირთან რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, მათ შორის საქართველოს დასაახლოვებლად. ევროკავშირის ოთხმა წევრმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღეს გადაწყვეტილება, შექმნან „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში: საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლადვეთსა და ბელორუსიაში. ეს ექვსი ქვეყანაა გაერთიანებული ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. პრაღის დღევანდელ შეხვედრაში არ მონაწილეობს ბელორუსიის დელეგაცია. მონაწილეთა შორის არიან ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი და ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე.
XS
SM
MD
LG