Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ზვავისგან დაღუპული 47 ადამიანის გვამი იპოვეს


ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბადახშანის პროვინციაში დღეს 47 ადამიანის გვამი იპოვეს, რომლებიც 4 მარტს, ერთ-ერთ სოფელთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. სულ სოფელში 200 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ზოგიერთის ცოცხლად აღმოჩენას შესძლებენ. ჯერ-ჯერობით გადაარჩინეს მხოლოდ 3 ქალი და ერთი ბავშვი. ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა არ ჰყოფნით ტექნიკა - მათ მხოლოდ ნიჩბები აქვთ.
XS
SM
MD
LG