Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უიტნი ჰიუსტონმა მთელი ქონება ქალიშვილს დაუტოვა


ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ანდერძი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან მთელი ქონება 19 წლის ქალიშვილს, ბობი კრისტინს დაუტოვა. ხოლო იმ დრომდე, სანამ გოგონას 21 წელი შეუსრულდება, ქონების ფულადი ნაწილი სატრასტო ფონდში შეინახება. უიტნი ჰიუსტონი11 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა 48 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზებზე ძიება კვლავ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG