Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" სამთავრობო საათის გამართვას მოითხოვს


საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით სამთავრობო საათის გამართვას მოითხოვს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის". მისმა წევრებმა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკანონმდებლო ინიციატივა დღეს გააცნეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრაქციის დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო საათზე პარლამენტმა უნდა მიიწვიოს შს-თა მინისტრი, მთავარი პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამთავრობო საათის მოწვევის საკითხს ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასვამს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ბაღათურიას თქმით, თუ ამ საკითხს პარლამენტი დაბლოკავს, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა კორუფციული საქმიანობის შესასწავლად საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება.
XS
SM
MD
LG