Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში აღნიშნავენ მიწისძვრისა და ცუნამის პირველ წლისთავს


იაპონიაში დღეს პატივი მიაგეს ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა ხსოვნას, სტიქიური უბედურების პირველ წლისთავთან დაკავშირებით. 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ იაპონიაში 19 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და მსოფლიოში ბოლო პერიოდის უმძიმესი ბირთვული კრიზისი გამოიწვია. ტოკიოს სახელმწიფო თეატრში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, იმპერატორი აკიჰიტო, მისი მეუღლე და პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა ასობით დამსწრესთან ერთად ფეხზე წამომდგარი დუმდნენ, ვიდრე გაიხსენებდნენ ერთი წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა როგორც აღნიშნა, იაპონელ ხალხს ბევრჯერ დაუძლევია სტიქიური უბედურება და მთავრობა პირობას დებს, რომ აღადგენს რეგიონს დაზიანებული ფუკუშიმის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო. სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა იაპონიის ბევრ სხვა ქალაქშიც.
XS
SM
MD
LG