Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ამერიკელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჯარისკაცი გავიდა თავისი სამხედრო ბაზიდან ყანდაარის პროვინციაში და ცეცხლი გაუხსნა ავღანელ სამოქალაქო პირებს. ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში, ყანდაარის პროვინციის პრესმდივანმა, ჯავიდ აჰმად ფაიზალმა განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა პანჯავის რაიონის სოფელ ალეკოზაიში. ნატომ მაშინვე ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო. ალიანსის განცხადებაში მწუხარებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებენ მსხვერპლის ახლობლებს. ცნობების თანახმად, ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დილაუთენია გავიდა სამხედრო ბაზიდან და სროლა დაუწყო ავღანელებს მათს სახლებში. მოგვიანებით ის ბაზაზე დაბრუნდა და თვითონვე ჩაბარდა სამხედრო ხელმძღვანელებს. ცნობებში არაფერია ნათქვამი ამერიკელი ჯარისკაცის მოტივებზე. ყანდაარის სამხედრო ბაზაზე ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ ინციდენტის გამო პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG