Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები განაგრძობენ იერიშებს საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად


სირიის მთავრობა აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად. სირიაში იმყოფება გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი, რომელიც დღეს ისევ ხვდება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. აქტივისტების მონაცემებით, შაბათს, სულ ცოტა, 60 დისიდენტი იქნა მოკლული იდლიბის პროვინციაში. ამავე დღეს კოფი ანანთან შეხვედრისას, სირიის პრეზიდენტმა უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, სანამ მოქმედებას განაგრძობენ, მისი თქმით, „შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები“. ანანი, რომელიც ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ სირიაში შექმნილი ვითარებით.
XS
SM
MD
LG