Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონიშჩენკო არ გამორიცხავს რუსეთის ბაზარზე ”ბორჯომის” მალე დაბრუნებას


რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი არ გამორიცხავს, რომ ქართული მინერალური წყალი ”ბორჯომი” რუსეთის ბაზარზე მალე დაბრუნდება. გენადი ონიშჩენკომ დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მოგვარებულია პრობლემები, რომლებიც 2006 წლიდან არსებობდა, პირველი, რაც რუსეთის ბაზარზე შევა, ”ბორჯომი” იქნება. მისივე თქმით, მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიისგან მიღებული დოკუმენტებისადმი ფედერალურ სამსახურს ”როსპოტრებნადზორს” პრეტენზიები არ გააჩნია და ამჟამად საჭიროა სპეციალისტების საქართველოში ჩასვლა და საწარმოების შემოწმება. ონიშჩენკოს განცხადებით, მათ უკვე მიმართეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამჟამად ელიან დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რათა სპეციალისტები საქართველომ მიიღოს.
XS
SM
MD
LG