Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია კონტროლის პალატის თანამშრომლების უკანონო ქმედებაზე საუბრობს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც კონტროლის პალატის თანამშრომლების უკანონო ქმედებაზეა ლაპარაკი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13 მარტს საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, საიას იურისტის მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა. საიას ცნობით დაცვის თანამშრომლებმა შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდები გამოიყენეს, სამ ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, რაც, საიას წარმომადგენელთა განცხადებით, ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა. საია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ ეს ფაქტი.
XS
SM
MD
LG