Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებმა აქცია გამართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს სტუდენტებმა, რომლებიც თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ 14 მარტს ორი სტუდენტის ფიზიკური შეუარცხყოფა და ძალადობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელთა აგრესიას უკავშირებენ სტუდენტურ ბლოგს, სადაც თვითმმართველობის შესახებ კრიტიკული წერილები ქვეყნდებოდა. აქციის მონაწილეებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც სტუდენტებს ინციდენტისთვის ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ იქნება გარანტი და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნივერსიტეტში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. რექტორის თქმით, მას არ სურს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენიმე ნაწილად დაიყონ.
XS
SM
MD
LG