Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პავლე კუბლაშვილი


ვენეციის კომისიის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონისა და საარჩევნო კოდექსის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ორივე კანონზე კომისიას დასკვნა უკვე მომზადებული აქვს და უცნობია, რა უნდა განიხილონ სხდომაზე. კუბლაშვილის თქმით, არც ერთი კანონის პრინციპულად შეცვლა აღარ იგეგმება. გასული წლის ბოლოს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შესატანი ცვლილებების დამტკიცებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაბამის პროექტზე ვენეციის კომისიისგან დადებითი დასკვნა მიიღეს. თავის მხრივ, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა წელს იანვარში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ტექსტი შეიცავს ზოგიერთ მნიშვნელოვან ცვლილებას იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც ვენეციის კომისიაში იყო გაგზავნილი და შეეხება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. მერკერტმა ვერ შეძლო დადებითად, ან უარყოფითად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭიროდ მიიჩნია ტექსტის საფუძვლიანად შესწავლა, რაც მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიაში არ მომხდარა და დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება კომისიას სწორედ მარტში დანიშნულ პლენარულ სხდომაზე ეცნობებოდა.
XS
SM
MD
LG