დღევანდელი გადაცემა ეძღვნება კინორეჟისორ ქალს, რომლის სახელს არაერთი ლეგენდა უკავშირდება - გერმანელ დოკუმენტალისტს, ლენი რიფენშტალს - რეჟისორს, რომელმაც, ერთის მხრივ, ნაცისტების “კინოპანეგირიკი” შექმნა (ფილმი “ნების ტრიუმფი”)...
... და, მეორეს მხრივ, გაამდიდრა კინოხელოვნება ახალი გამომსახველობითი საშუალებებით.
გადაცემაში, რომელიც თავიდან ბოლომდე გერმანიაშია გადაღებული, მონაწილილეობენ გერმანელი კინომცოდნეები, აგრეთვე რუსეთის კინოს მუზეუმის დირექტორი ნაუმ კლეიმანი, რომელიც ნაციზმის ეპოქის კინოს საბჭოთა კინოხელოვნებას შეადარებს.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.