Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო ჟურნალისტის მოწყობილი „შანტაჟის“ გამო გამოძიებას იწყებს


აზერბაიჯანის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოს ინტერნეტით გაავრცელების თაობაზე. ვიდეო, სავარაუდოდ, ასახავს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტის, ხადიჯა ისმაილოვას სექსუალური ხასიათის მოქმედებას. ისმაილოვამ განაცხადა პარასკევს, რომ პროკურატურამ მას მიაწოდა ცნობა, რომ საქმt აღიძრა პირადი ცხოვრების დარღვევის მუხლით. მისი სურვილია, რომ საქმე ეხებოდეს ასევე შანტაჟის მცდელობას. ბაქოში, პარასკევს, რამდენიმე ათეული ჟურნალისტის მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც დაიგმო ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმაილოვა თვლის, რომ შანტაჟის კამპანია მიზნად ისახავს მისი საგამოძიებო საქმიანობის შეწყვეტას. ისმაილოვა იძიებს კორუფციულ გარიგებებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ ოპერაციებს. ისმაილოვამ ფოსტით მიიღო ვიდეოდან გადაღებული ფოტოები და გამაფრთხილებელი წერილი, რომ „კარგად თუ არ მოიქცეოდა“, მას „საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ“. მოგვიანებით ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
XS
SM
MD
LG