Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში ტერაქტს 27 ადამიანი ემსხვერპლა


დამასკში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი, მათ შორის უპირატესად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაიჭრა. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მომხდარი შეფასდა, როგორც ტერორისტული აქტები, რომლებიც თვითმკვლელებმა დანაღმული ავტომანქანების საშუალებით განახორციელეს. ერთი აფეთქება სადაზვერვო სამმართველოს, მეორე კი უშიშროების პოლიციის შენობასთან განხორციელდა.
XS
SM
MD
LG