Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: 2015 წლისთვის იგეგმება ევრაზიის კავშირის შექმნა


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერები აპირებენ, 2015 წელს გააფორმონ ხელშეკრულება ახალი გაერთიანების - ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ. ამის შესახებ მედვედევმა განაცხადა მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკურრი თანამეგობრობის სამიტის დასრულების შემდეგ. შეხვედრის მსვლელობაში ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმებას ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მუშაობის დაწყების შესახებ. სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანების წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ისევე როგორც დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების - სომხეთის, მოლდავეთისა და უკრაინის ლიდერები. ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის შემდეგი სამიტი მაისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG