ერაყის სხვადასხვა არეალში მომხდარ აფეთქებებს 45 ადამიანი შეეწირა, დაშავდა 200-ზე მეტი პირი. ერაყის სამხრეთში, შიიტთა წმინდა ქალაქ კარბალაში 13 ადამიანი დაიხოცა. დახოცილებისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან კირკუკიდან, ჰილადან, ბაჯიდან, ბაყუყიდან, ჯულულიასა და სხვა ქალაქებიდან. როიტერსის ცნობით, სულ, სამშაბათს, 15 აფეთქება მოხდა. აფეთქებათა ნაწილის სამიზნე ერაყის უშიშროების ძალები და შიიტთა არეალები იყო. აშშ-ის მეთაურობით უცხოეთის ჯარები ერაყში ცხრა წლის წინ შევიდნენ. მომავალ კვირაში ბაღდადი არაბთა ლიგის სამიტს მასპინძლობს.
ყველაზე პოპულარული
1