13 მარტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატა ქვეყნის რეგიონებში საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირებისგან ახსნა-განმარტებებს ისმენდა - კონტროლის პალატის ინტერესი ”ქართული ოცნების” მიერ გაწეული იმ ხარჯების გამოვლენა იყო, რომელიც ფინანსურ დეკლარაციებში არ აისახა. თუმცა ერთია დეკლარირებული მიზანი და ინტერესი, მეორე კი ახსნა-განმარტებების მიღების ფორმა, რომელიც, მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებსა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების საფუძვლებს. ამ თემაზე ჩვენ არაერთ სიუჟეტში ვისაუბრეთ. ახლა კი ”რეგიონალური მაცნე” იმის გარკვევას შეეცდება, როგორია პოლიტიკური ატმოსფერო ქვეყნის ცალკეულ კუთხეებში და როგორ აისახა კონტროლის პალატის ინციდენტი ზოგადად პოლიტიკურ გარემოზე. გთავაზობთ სიუჟეტებს თელავიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და ბათუმიდან.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1