Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ახალი წელი მიულოცა ირანელებს


ირანული კალენდრის მიხედვით დღეს დადგა ახალი, 1391 წელი. ამ დღეს, ანუ ნავროზობას, აღნიშნავენ საკუთრივ ირანის გარდა, ავღანეთში, ასევე შუა აზიის და კავკასიის რეგიონებში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ნავროზობა მიულოცა, როგორც მან თქვა ,ყველას, ვინც ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიოში. ახალი წელი მიულოცეს თანამოქალაქეებს ირანის ლიდერებმა და თავიანთ სიტყვებში დაგმეს დასავლეთი, ხალხს დასუსტებული ეკონომიკის გაძლიერებას დაპირდნენ. ნავროზობა აღინიშნა ირანის სამხედრო-საზღვაო ხომალდ „ჯამარანის“ ზარბაზნებიდან გასროლით. რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი არ დათმობს დასავლეთის სანქციების გამო, არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას.
XS
SM
MD
LG