Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტულუზაში ბავშვებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ალყა შემოარტყეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში დღეს გამთენიისას დაიწყო ოპერაცია ორშაბათს ებრაულ სკოლასთან ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად. სროლისას დაიჭრა ორი პოლიციელი. 24 წლის ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ დაკავშირებულია ”ალ-ყაიდასთან” და სურდა შური ეძია დაღუპული პალესტიენლი ბავშვებისათვის. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით დაკავებულია ეჭვმიტანილის ძმა.
​
XS
SM
MD
LG