Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა


საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც. მის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ”ეს დღე ისლამური წელთაღრიცხვით არა მხოლოდ ახალი წლის შემობრძანებას ნიშნავს, არამედ გაზაფხულის, სიცოცხლის და განახლების სიმბოლოა.” ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სწორედ განახლების ენერგია სჭირდება და წლევანდელი წელი იმის საწინდარი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ერთად ააშენებენ განახლებულ და ბედნიერ საქართველოს.
XS
SM
MD
LG