Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტოს სურს „გადატვირთვა“ პაკისტანთან ურთიერთობაში


პაკისტანში შეერთებული შტატების ელჩის, კამერონ მანტერის განცხადებით, ვაშინგტონი იზიარებს შეფასებას, რომ პაკისტანთან ურთიერთობაში „გადატირთვის“ დროა. მანტერმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ფეშავარის რეგიონში ვიზიტისას. პაკისტანის პარლამენტში სამშაბათს დაიწყო დებატები ვაშინგტონთან პაკისტანის ურთიერთობის მომავალზე, ორ ქვეყანას შორის ბოლო თვეების დაძაბულობასთან დაკავშირებით. მანტერის თქმით, შეერთებულ შტატებს სურს პაკისტანთან შეთანხმება ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებელი, პაკისტანის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების გახსნაზე. პაკისტანმა მარშრუტები ჩაკეტა მას შემდეგ, რაც ნოემბერში ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 პაკისტანელი ჯარისკაცი. ამ ინციდენტმა, ზოგ სხვა პრობლემასთან ერთად, გამოიწვია მწვავე დაძაბულობა პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის.
XS
SM
MD
LG