Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ელჩ ჯონ ბასს შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის ელჩ ჯონ ბასს შეხვდა. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მხოლოდ იმას იუწყება, რომ ”შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.” 20 მარტს საღამოს ჯონ ბასი შეხვდა კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელს, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას, რომელმაც ხელისუფლება დაადანაშაულა სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში. მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდრონდელი მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა, რის გამოც მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კრიტიკა დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG