Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები


შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წარმოადგინა მისი დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის, "საზოგადოების განწყობა საქართველოში“, შედეგები. 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის ერთ-ერთი შედეგით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია. ხოლო 34 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა შეკითხვას "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?". NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს განმარტებით, ეს მაჩვენებელი ასახავს მცირე ზრდას NDI-ის მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა აგრეთვე, რომ გამოკითხულების 70 პროცენტი ემხრობა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას.
XS
SM
MD
LG