Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსატომის" ხელმძღვანელი: ირანის ბუშერის რეაქტორის სრული ამოქმედება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს


რუსეთის სახელმწფო ატომური კომპანიის, „როსატომის“ ხელმძღვანელმა, სერგეი კირიენკომა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრით ამუშავება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კირიენკოს თქმით, ბუშერის სადგურის სრული სიმძლავრით ამუშავება მ მარტისთვის დაგეგმილი არ იყო. გასულ თვეში, "როსატომის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ლოკშინმა თქვა, რომ ბუშერის ელექტროსადგური უკვე 75 პროცენტით მუშაობდა და ზაფხულში უკვე ასი პროცენტით ამოქმედდებოდა. კირიენკომ თქვა, რომ რუსეთს არ აქვს ამ ეტაპზე ირანთან მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის აგების თაობაზე. ბუშერის სადგური შარშან გაიხსნა. ის 1975 წლის შემდეგ შენდებოდა.
XS
SM
MD
LG