Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში შეტაკებები გრძელდება


სირიაში ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, ხუთშაბათს შეტაკებები მოხდა რამდენიმე რეგიონში. მთავრობის ჯარების ტანკებით ცეცხლი დაუშინეს ცენტრალური სირიის ქალაქ ჰამას, მეამბოხეებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებს შორის შეტაკების შემდეგ. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელშიც სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, ბოლო მოუღონ ბრძოლას და შეეცადონ, მოლაპარაკებით მოაგვარონ დაპირისპირება. მაგრამ მოწოდებას ჯერ არ მოჰყოლია შედეგი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ დღეს ვენაში განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო სამოქმედო გეგმის მომზადებას სირიაში „ადამიანური ტრაგედიისათვის“ ბოლოს მოსაღებად. გაეროს მონაცემებით, სირიაში 8000-ზე მეტი ადამიანია დაიღუპული მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დაიწყო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG