Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, არ გაუშვას რაკეტა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ „მუქარით და პროვოკაციებით ვერაფერს მიაღწევს“. ამ გაფრთხილების ფონია ჩრდილოეთ კორეის მზადება გრძელი რადიუსის რაკეტის გასაშვებად - რომელიც, ფხენიანის მტკიცებით, ობიტაზე თანამგზავრს განათავსებს. ობამა ამ განცხადებით სეულში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი მიონ ბაკთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა, გლობალური ბირთვული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო შეხვედრის დაწყების წინ. რაკეტის გაშვება წინააღმდეგობაში მოვა შეთანხმებასთან, რომელიც ფხენიანმა გასულ თვეში გააფორმა და რომელიც ითვალისწინებდა მისთვის სასურსათო დახმარების მიწოდებას, ბირთვული სამუშაოების ნაწილობრივი შეჩერების და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG