Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: კოფი ანანი „ბოლო შანსს“ ქმნის სირიაში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, დამასკი გააფრთხილა, რომ სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის მცდელობები „შესაძლოა სირიისთვის ბოლო შანსს წარმოადგენდეს ხანგრძლივი და სისხლიანი სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად“. მედვედევმა ეს განცხადება მოსკოვში გააკეთა, კოფი ანანთან შეხვედრის დროს. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ანანის მისიას ყველა დონეზე დაუჭერს მხარს. მოსკოვში ვიზიტისას ანანი ცდილობს რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას სირიაში ზავის მიღწევის პროცესში. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ტურნე რუსეთან ერთად ჩინეთსაც მოიცავს. ეს ორი ქვეყანა ყველაზე ახლო მოკავშირეა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა - რომელიც ამჟამად ცდილობს ამბოხების და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას. გაეროს შეფასებით, ბაშარ ალ-ასადის ძალებმა გატარებული რეპრესიებისას 8,000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს.
XS
SM
MD
LG