Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნალჩიკში მოკლეს რეგიონში მეამბოხეების ლიდერობაში ეჭვმიტანილი პირი


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალების სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ყაბარდო-ბალყარეთში ისლამისტი მეამბოხეების სავარაუდო ლიდერი, ალიმ ზანკიშიევი. ამ ცნობით, ზანკიშიევი სამშაბათს მოკლეს რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში. უშიშროების ძალებმა დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და, როცა ეჭვმიტანილმა უარი თქვა დანებებაზე, შტურმით აიღეს შენობა, რომელშიც ის იმყოფებოდა. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ზანკიშიევი ყაბარდო-ბალყარეთში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებს ხელმძღვანელობდა ერთი წელი და ამ პერიოდში რესპუბლიკაში განხორციელდა 30-ზე მეტი თავდასხმა, მათ შორის უშიშროების სამსახურის წევრებისა და ჯარისკაცების მკვლელობები. ზანკაშიევზე ძებნა იყო გამოცხადებული 2006 წლიდან.
XS
SM
MD
LG