Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად ყველაზე ხშირად ინგლისურს ირჩევენ


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია. რუსული ენა - 17%-მა , 7%-მა გერმანული, 3%-მა კი ფრანგული. ამის შესახებ ინფროამცია საქართველოს განათლების სამინისტრომ გაავრცელა. "ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა აირჩია, ასევე 45%-მა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა და თანაფარდობა ერთი ერთზე იყო. ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით ესოდენ დიდი წარმატება პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG