Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებით, 13 აპრილს განახლდება მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 13 აპრილს განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობენ, ირანთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ მომდევნო შეხვედრის თარიღი დაასახელა თეირანში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მისალმებისას. ერდოანმა დღეს დაიწყო ორდღიანი ვიზიტი ირანში. სალეჰის თქმით, მომდევნო დღეებში გაირკვევა, სად გაიმართება შეხვედრა. მოლაპარაკების წინა რაუნდს, რომელიც 2011 წლის იანვარში ჩაიშალა, სტამბული მასპინძლობდა. მოლაპარაკებების მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG