Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აპირებს არაბთა ლიგის ინიციატივის უარყოფას


სირიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი აპირებს, უარყოს ნებისმიერი ინიციატივა, რომლის მიღებაც მოსალოდნელია არაბთა ლიგის სამიტზე, სირიაში სისხლისმღვრელი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად. არაბთა ლიგას შეჩერებული აქვს მასში სირიის წევრობა, რათა ზეწოლა მოახდინოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიზმე, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, არაბთა ლიგის წევრობის შეჩერების შემდეგ, სირია ორმხრივი ურთიერთობის ფორმატს მიმართავს არაბულ ქვეყნებთან კონტაქტისას. ოთხშაბათს ბაღდადში, სადაც არაბთა ლიგის სამიტი იმართება, შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და განიხილეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც დამასკს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ძალადობას და მოლაპარაკება გამართოს ოპოზიციასთან.
XS
SM
MD
LG