Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს გაეროს ორი თანამშრომელი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ორი თავდასხმის დროს 6 ადამიანი მოკლეს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მანქანას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. მოკლეს მძღოლი და ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომელი. კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრილია. დღესვე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო მინიავტობუსს და სულ ცოტა ოთხი შიიტი მუსულმანი მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს.
XS
SM
MD
LG