Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში გაფიცვის დროს დაიჭრა რამდენიმე ადამიანი


ესპანეთში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის მიმდინარეობისას შეტაკება მოხდა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, დაკავებულია 30-ზე მეტი. გაფიცვის მონაწილეებმა მოაწყვეს პიკეტები და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ავტობუსების გადაადგილებისთვის და ჩაეკეტათ საბითუმო ბაზრებში შესასვლელები. დაკავებულებს ბრალი ედებათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და მუნიციპალური საკუთრების დაზიანებაში. პროფკავშირების ცნობით, ბევრი ადამიანი გაიფიცა მეტალურგიულ, ქიმიურ, ტექსტილის ქარხნებში, აგრეთვე - სურსათის წარმოებაში, მშენებლობებზე და დასუფთავების სამსახურებში. ავიარეისების ერთი მესამედი გაუქმებულია. მატარებლებისა და ავტობუსების ორი მესამედიც გაჩერებულია. გაფიცვის მიზეზი არის პროტესტი შრომით ბაზარზე რეფორმები, რომლებითაც გაიოლდა დასაქმებულის გათავისუფლება. გაფიცულები აპროტესტებენ აგრეთვე საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასაც. მთავრობამ განაცხადა, რომ არ გადაუხვევს მკაცრი ეკონომიის კურსიდან, რადგან ამას მოითხოვს ევროკავშირი. ესპანეთი სერიოზული საკრედიტო პრობლემის წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG